სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი სიტყვები რამდენიმე დღეში გადათქვა
სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი სიტყვები რამდენიმე დღეში გადათქვა. მან უარყო, რომ ბავშვებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს სამარცხვინოს უწოდებს. რადიკალური ოპოზიცია კი, აზრის გამოხატვის უპირატესობაზე საუბრობს.
