მმართველი გუნდი ოპოზიციური არხების მიერ სპეცრაზმელების სიების გამოქვეყნებას და მათი ოჯახების იდენტიფიცირების მცდელობებს გამოეხმაურა
მმართველი გუნდი ოპოზიციური არხების მიერ სპეცრაზმელების სიების გამოქვეყნებას და მათი ოჯახების იდენტიფიცირების მცდელობებს გამოეხმაურა. ქართულ ოცნებაში არაადამიანურს და სამარცხვინოს უწოდებენ ასეთ ქმედებებს და ამბობენ, რომ სპეცრაზმელის იდენტიფიცირება მისი მტრის თუ კრიმინალის ხელში ჩაბარებას ნიშნავს.
