პროკურატურამ პოლიციელებზე თავდასხმის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე ოთხ ადამიანს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ პოლიციელებზე თავდასხმის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე ოთხ ადამიანს ბრალი წარუდგინა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას, აქციის ერთ-ერთი მონაწილე თავს დაესხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, საღამოს საათებში, თავისუფლების მოედანზე, ერთ-ერთი ბრალდებული თავს დაესხა პოლიციელს და თავის არეში ხელკეტის გამოყენებით დაზიანება მიაყენა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსთაველის გამზირზე, დანით შეიარაღებული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, თავს დაესხა პოლიციელს და მას ფიზიკურად გაუსწორდა.
