პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდამჭერებს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს
პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდამჭერებს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკმარისი დრო გავიდა და საკმარისი მოვლენები დატრიალდა, რომ ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს. სპიკერის თქმით, მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მშვიდობა, სტაბილურობა, ევროპული მომავალი და ქვეყნის გამთლიანება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღევანდელ პროტესტს არ აქვს შინაარსი. მისივე თქმით, მოლაპარაკებების გახსნა ევროპული სტრუქტურების ხელშია, საქართველო კი ყველაზე მეტად იმსახურებს და მზადაა პროცესის დასაწყებად. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ძალადობრივი პროტესტის ხმაურში ჩაიკარგა ხალხის მთავარი გზავნილი, რასაც მოსახლეობამ ხმა მისცა არჩევნებზე და რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობას გულისხმობს ღირსეულად, მშვიდობიანად და კეთილდღეობით.
