საფეხბურთო კლუბი „სპაერი“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებულია
საფეხბურთო კლუბი „სპაერი“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებულია. ამ გუნდსა და თბილისის „დინამოს“ შორის გამართული ფინალის ძირითადი და დამატებით დრო 2-2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ანზორ კიღურაძის მომზადებულმა ფეხბურთელებმა 5-4 გაიმარჯვეს. „სპაერის“ შემადგენლობაში თითო ბურთი გიორგი ცეცხლაძემ და საბა გეგიაძემ გაიტანეს, რასაც „დინამო თბილისის“ რიგებიდან მათე ვაწაძემ და საბა ხვადაგიანმა უპასუხა. თერთმეტ მეტრიანების სერიაში კი გადამწყვეტი „დინამოს“ ფეხბურთელის, ნიკოლოზ უგრეხელიძის გაფუჭებული პენალტი აღმოჩნდა. „სპაერმა“ საქართველოს თასი ისტორიაში პირველად მოიგო.
