რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამოსვლები იმართება
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამოსვლები იმართება. ბუქარესტში მოქალაქეები ელენა ლასკონის მხარდასაჭერად შეიკრიბა. ლასკონი არჩევნების მეორე ტურში, ულტრამემარჯვენე კელინ ჯორჯესკუს დაუპირისპირდება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჯორჯესკუს გამარჯვებამ შესაძლოა, დასავლეთის მიერ რუმინეთის იზოლაცია, ხოლო ბუქარესტის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შეჩერება გამოიწვიოს. თავად ჯორჯესკუ კი აცხადებს, რომ მიესალმება შეერთებული შტატების ყურადღებას ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე , თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გარე ჩარევის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია.
