საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისია
საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისია. პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, პრემიერ მინისტრმა მიშელ ბარნიემ, თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ელისეს სასახლის ცნობით, განცხადება პრეზიდენტმა მაკრონმა უკვე მიიღო. მიშელ ბერნიე მოვალეობას ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე შეასრულებს. ქვეყნის ახალი პრემიერ მინისტრის ვინაობას კი, პრეზიდენტ მაკრონი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაკეთებული საგანგებო განცხადებისას, ემანუელ მაკრონი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვებას მანდატის ამოწურვამდე არ აპირებს.
