რუსეთი ომის დასასრულებლად ისევ პირობებს აყენებს
რუსეთი ომის დასასრულებლად ისევ პირობებს აყენებს - არანაირი ნატო, არანაირი სამხედრო ბაზები, სამხედრო წვრთნა უკრაინის მიწაზე უცხოური ჯარების მონაწილეობით - მოსკოვის ულტიმატუმზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამერიკელ ჟურნალისტთან, ინტერვიუში ისაუბრა. რუსეთის მთავარმა დიპლომატმა შეერთებულ შტატებთან კონფრონტაციაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მოსკოვს შტატებთან ომი არ სურს და მისი მიზანი , ომის თავიდან აცილებაა.
