ბელგიელი ფერმერები ევროპასა და მერკოსურის ქვეყნებს შორის სავაჭრო შეთანხმების შესაძლო შედეგებს კვლავ აპროტესტებენ
ბელგიელი ფერმერები ევროპასა და მერკოსურის ქვეყნებს შორის სავაჭრო შეთანხმების შესაძლო შედეგებს კვლავ აპროტესტებენ. ფერმერებმა ქვეყნის სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ საზღვრებზე გასასვლელები დაკეტეს. ჩაკეტილია გერმანიასა და ნიდერლანდებთან სასაზღვრო გადასასვლელიც. ევროპელი ფერმერები არსებულ შეთანხმებას დიდი ხანია აპროტესტებენ, ამბობენ, რომ ხელშეკრულება მათ ბიზნესს დააზარალებს. აქციის მონაწილეების თქმით, შეთანხმებით გათვალისწინებული იაფი იმპორტის დაშვებით, ადგილობრივი სოფლის მეურნეობა დაზარალდება.
