რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ყირიმის ხიდი გადაკეტეს
რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ყირიმის ხიდი გადაკეტეს, ვრცელდება ცნობები ქერჩში აფეთქებების შესახებ. ,,დიპ სთეითის’’ ანალიტიკოსების ცნობით, რუსებმა დონეცკის ოლქის კიდევ ოთხი დასახლებული პუნქტი დაიკავეს და კუხაროს მიმართულებით წინ წაიწიეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით კი, გასული დღე -ღამის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 107 საბრძოლო შეტაკება მოხდა. დონეცკის ოლქში რუსული აგრესიის გააქტიურების ფონზე, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
