ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკის საქმიანობის პირველი ლიცენზია გასცა
ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკის საქმიანობის პირველი ლიცენზია გასცა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" მიკრობანკის ლიცენზიის აღებამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიცენზიით ფუნქციონირებდა, მისი ძირითადი ბიზნეს მიმართულება მცირე მეწარმეების დაფინანსება იყო. მიკრობანკად ტრანსფორმირების შემდგომ "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" მიზნად ისახავს გააგრძელოს მცირე ბიზნესის კიდევ უფრო აქტიური დაფინანსება.
