პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების ფაქტებზე, 9 ადამიანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების ფაქტებზე, 9 ადამიანს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, ბრალდებულებმა ორგანიზება გაუწიეს და მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო არაერთმა მოქალაქემ. დაზიანდა როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირთა ქონება, დაზიანებულია თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურაც. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
