ოპოზიციური არხების მიერ გავრცელებულ სიას, სადაც რადიკალური ჯგუფების მტკიცებით, სპეცრაზმელები არიან, სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა
ოპოზიციური არხების მიერ გავრცელებულ სიას, სადაც რადიკალური ჯგუფების მტკიცებით, სპეცრაზმელები არიან, სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა. რამდენიმე პირის ახლობლები წერენ, რომ ეს ადამიანები არ არიან სპეცრაზმელები და ამჟამად დედაქალაქში არ იმყოფებიან. მათივე თქმით, რადიკალები ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას ცდილობენ.
