პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია ღამის სამი საათისთვის დასრულდა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია ღამის სამი საათისთვის დასრულდა. პროტესტი წინა დღის მსგავსად კანონის ფარგლებს არ გასცდენია. იყო პიროტექნიკის სროლის ერთეული შემთხვევა, თუმცა აქცია დაპირისპირებისა და დაკავებების გარეშე დასრულდა. პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე მობილიზებული იყო საპოლიციო ძალები.
