დავით კეზერაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა
დავით კეზერაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. ამაღლების ქუჩაზე სამართალდამცველები 13 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. პროცესს ესწრებოდა კეზერაშვილის ადვოკატი. სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთები ამოიღეს. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის მტკიცებულებებია მოპოვებული. პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანის საცხოვრებელ ბინაში, წერეთლის გამზირზე. საგამოძიებო მოქმედებები, სავარაუდოდ, ჯგუფური ძალადობისა და ძალადობის ორგანიზებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
