შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ადამიანი დააკავა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების მსვლელობისას, აქციის წევრებთან ერთად, სისტემატურად და უწყვეტად მიმართავდა ძალადობას სამართალდამცველების მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, მათი ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით ისროდა პიროტექნიკას. გარდა ამისა, უწყების ცნობით, ერთმა ბრალდებულმა პირველ დეკემბერს, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. კიდევ ერთი დაკავებული კი ოთხ დეკემბერს თავისუფლების მოედანზე გამართული შეკრების დროს ხელკეტით თავს დაესხა სამართალდამცველს და თავის არეში დაზიანება მიაყენა
