ქვეყნის ღალატი - ასე აღიქმება მმართველი გუნდისთვის ერთ-ერთი ოპოზიციური არხის მიერ სპეცრაზმელების სიების გასაჯაროება
ქვეყნის ღალატი - ასე აღიქმება მმართველი გუნდისთვის ერთ-ერთი ოპოზიციური არხის მიერ სპეცრაზმელების სიების გასაჯაროება. მათი თქმით, სპეცრაზმელების უმრავლესობა 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა, შესაბამისად, მათი სახელების და გვარების გასაჯაროება ნიშნავს, რომ ისინი ოკუპანტის პირდაპირი სამიზნეები ხდებიან. რადიკალიზმის გამოვლინებაში ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილმა დაასწრო, რომელმაც სპეცრაზმელების სია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თუმცა ეს პოსტი მალევე წაშალა
