ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და აქციებში ოპოზიციის როლი
მას შემდეგ, რაც შესაბამისმა უწყებებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და აქციებში ოპოზიციის როლი გამოააშკარავეს, მომიტინგეების ნაწილს, წინა დღეებისგან განსხვავებით, სამართალდამცველების წინააღმდეგ პიროტექნიკა, სხვა სახის აალებადი ნივთიერება და ბლაგვი საგნები არ გამოუყენებია. სახელისუფლებო გუნდისთვის გუშინ ჩატარებულმა საგამოძიებო მოქმედებებმა და ამოღებულმა მტკიცებულებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების პროტესტს, რადიკალები, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებენ
