ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს 2008 წლის ომამდე ბიუჯეტიდან გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, 5 მილიონ 60 ათასი ევრო
„დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს ქართული ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი გაფლანგა და მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია“ - ეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელზეც იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი კეზერაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ იყო დასაბუთებული და მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა
