ამერიკასა და რუსეთს შორის მაღალი რანგის სატელეფონო დიალოგი შედგა
ამერიკასა და რუსეთს შორის მაღალი რანგის სატელეფონო დიალოგი შედგა. „ნიუ იორკ ტაიმსის“ ცნობით, რუსეთის არმიის გენშტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი შეერთებული შტატების არმიის გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ ჩარლზ ბრაუნს ტელეფონით ესაუბრა. საუბრის მთავარი თემა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოება, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომი იყო. „ნიუ იორკ ტაიმსის“ ინფორმაციით, გენერალმა გერასიმოვმა ამერიკელ კოლეგას განუმარტა, რომ უკრაინაში ორეშნიკის ბალისტიკური რაკეტის გამოყენება იქამდე გაცილებით ადრე გადაწყვიტა, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია კიევს რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების უფლებას მისცემდა. „ეიბისი ნიუსი“ კი ექსკლუზიურად ავრცელებს ცნობას, რომ სატელეფონო საუბრისას, რუსული არმიის გენერალმა შეერთებული შტატები გააფრთხილა, ხმელთაშუა ზღვიდან საზღვაო ფლოტის გემები გაიყვანოს, რადგან იქ ზებგერითი რაკეტების გამოცდას გეგმავს.
