კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრების წევრებსა და მწვრთნელებს შეხვდა
კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრების წევრებსა და მწვრთნელებს შეხვდა. შალვა გოგოლაძემ მორაგბეებს „რაგბი ევროპის“ ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მეექვსედ მოპოვება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები. ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ „რაგბი ევროპის“ ფინალში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 32:11 დაამარცხა. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა" მეოთხედფინალში გერმანიას სძლიეს, ნახევარფინალში კი ნიდერლანდების ნაკრებს მოუგეს.
