მექსიკაში ერთი დღის განმავლობაში 5 200-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს
მექსიკაში ერთი დღის განმავლობაში 5 200-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს. ინფორმაციას „როიტერსი” ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 1-ელი ოქტომბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით 350 000 მიგრანტია დაკავებული. როგორც მექსიკის პრეზიდენტი აცხადებს, სამიგრაციო სამსახური აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ მიგრანტებს ჩრდილოეთისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცეს. მანამდე ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის პირველივე დღიდან მკვეთრად გაზრდის ტარიფებს მექსიკიდან, კანადიდან და ჩინეთიდან შეტანილ საქონელზე.
