მარინ ლე პენმა საფრანგეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა
მარინ ლე პენმა საფრანგეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა. როგორც პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა განაცხადა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებაზე პასუხისმგებლობა ემანუელ მაკრონს ეკისრება და ის ვალდებულია, თანამდებობა დატოვოს. მანამდე მაკრონმა განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას 2027 წლამდე არ აპირებს.
