პოლიტიკური კრიზისი გრძელდება სამხრეთ კორეაში
პოლიტიკური კრიზისი გრძელდება სამხრეთ კორეაშიც. ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვენ. ვითარება სეულში მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, პარლამენტმა კი მის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. მოგვიანებით პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა გააუქმა.
