საფრანგეთის პარლამენტმა მიშელ ბარნიეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა
საფრანგეთის პარლამენტმა მიშელ ბარნიეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 331-მა დეპუტატმა. ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი კენჭისყრაზე მას შემდეგ დააყენეს, რაც ბარნიემ განაცხადა, რომ ბიუჯეტის სოციალური უზრუნველყოფის ნაწილს პარლამენტში კენჭისყრის გარეშე დაამტკიცებდა.
