სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებებმა "მაიდანიზაციის" გეგმა ჩააგდო
სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებებმა "მაიდანიზაციის" გეგმა ჩააგდო. "ქართული ოცნების" წევრები 4 დეკემბრის ჩხრეკა-დაკავებების პროცესს გამოეხმაურნენ. საგამოძიებო მოქმედებები მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებულ პირთა პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
