ერთ-ერთი ოპოზიციური ტელევიზიის მიერ ქართველი სპეცრაზმელების სიის გასაჯაროებას "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი გამოეხმაურა
ერთ-ერთი ოპოზიციური ტელევიზიის მიერ ქართველი სპეცრაზმელების სიის გასაჯაროებას "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ ეტაპზე არ იცის, რამდენად ნამდვილია ან ზუსტი სია. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სიის გამსაჯაროებლებს სამშობლოს მტრებს უწოდებს.
