პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით გუშინ 18 წლის მამაკაცი დააკავეს
სისხლის სამართლის საქმეებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით გუშინ 18 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებული 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას დანით იყო შეიარაღებული და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით თავს დაესხა. ასევე, 7 ადამიანია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. ძალოვანი უწყების ცნობით, აფეთქების მომზადების ბრალდებით, დაკავებულია 1 ადამიანი.
