საპროტესტო აქცია პარლამენტთან
პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამთენიისას, 4 საათისთვის დასრულდა. მანამდე ტერიტორია დატოვეს საპოლიციო დანაყოფებმაც. მას შემდეგ, რაც შესაბამისმა უწყებებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და აქციებში რადიკალური ოპოზიციის როლი გამოააშკარავეს, აქცია კანონის ფარგლებს არ გასცდენია. მომიტინგეების ნაწილს, წინა დღეებისგან განსხვავებით, სამართალდამცველების წინააღმდეგ პიროტექნიკა, სხვა სახის აალებადი ნივთიერება და ბლაგვი საგნები არ გამოუყენებიათ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს იყო პირველი საპროტესტო აქცია, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს პროპორციული ძალის გამოყენებით აქცია არ დაუშლია.
