აქციის მეშვიდე დღე
რუსთაველის გამზირზე საგზაო მოძრაობა აღდგენილია. იქ, სადაც მე -7 დღეა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს, მერიის შესაბამისმა სამსახურმა ტერიტორია გამთენიისას დაასუფთავა. მომიტინგეები ამ დროისთვის აღარ იმყოფებიან პარლამენტის შენობის წინ. აქცია დაახლოებით დილის 4 საათისთვის დაიშალა, მანამდე ტერიტორია საპოლიციო დანაყოფებმაც დატოვეს.
