რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია
აქციის მე - 7 დღე მშვიდი იყო. პროტესტის მონაწილეებს პოლიციის წინააღმდეგ არც პიროტექნიკა და არც სხვა სახის აალებადი ნივთიერებები არ გამოუყენებიათ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საპროტესტო აქცია შსს- ს სპეციალურ დანაყოფებს არ დაუშლიათ. მოქალაქეების პროტესტი კი პრემიერის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პრემიერმა თავის განცხადებაში განმარტა, რომ 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო მზად იქნება, გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
