საფრანგეთის პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრის, მიშელ ბადნიეს მთავრობისადმი ნდობის საკითხს კენჭს უყრიან
საფრანგეთის პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრის, მიშელ ბადნიეს მთავრობისადმი ნდობის საკითხს კენჭს უყრიან. ფრანგული მედიის ცნობით, დიდი ალბათობით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უნდობლობის გამოცხადებას მოახერხებენ. რის შემდეგაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს , ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა მოუწევს. საფრანგეთის პარლამენტში ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობისადმი ნდობის საკითხით კენჭისყრა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც პრემიერმა მიშელ ბარნიემ 2025 წლის ბიუჯეტი პარლამენტში კენჭისყრის გვერდის ავლით დაამტკიცა. თავად პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზად არის.
