უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ამერიკა და გერმანია ეწინააღმდეგებიან
უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ამერიკა და გერმანია ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამ ორი სახელმწიფოს პოზიციაა მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი უკრაინის ნატოსკენ მიმავალ გზაზე. “იუნიანი”ასევე წერს, რომ უკრაინის ნატოში მიწვევას სლოვაკეთი და უნგრეთიც ეწინააღმდეგებიან, რასაც მათი პოლიტიკოსები ღიად აცხადებენ. უკრაინის ალიანსში შესვლის წინააღმდეგია ნატოს წევრი თურქეთიც. უკრაინის ნატოსთან დაახლოებას მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.
