სამხრეთ კორეაში ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვა
სამხრეთ კორეაში ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვა. კანონპროექტი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში უკვე შეიტანეს, საკანონმდებლო ორგანო მას კენჭს უახლოეს საათებში უყრის. იმპიჩმენტის მიზეზი გახდა პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის მიერ სამხრეთ კორეაში საომარი მოქმედების გამოცხადება, რასაც დეპუტატებისა და საზოგადოების პროტესტი, დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება და არეულობა მოჰყვა. შედეგად, ჯერ პარლამენტის, შემდეგ კი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გაუქმდა.
