ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, ეს თხოვნა იყო პრეზიდენტისგანაც
“ჩვენ გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, ეს თხოვნა იყო პრეზიდენტისგანაც" . – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ისურვებდა ანგარიშის ნახვას, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი. მისივე თქმით, თუ ეს ქართველი ხალხის ნებაა, პატივი უნდა სცენ.
