საპროტესტო აქციაზე დაშავდნენ "პირველი არხის" და "ფორმულას" ოპერატორები
საპროტესტო აქციაზე დაშავდნენ პირველი არხის და ფორმულას ოპერატორები. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 15 ადამიანი. მათ შორის აქციის 11 მონაწილე, მედიასაშუალების სამი თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი წარმომადგენელია. დაშავებულთა ნაწილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში მკურნალობს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20-ზე მეტი ბრიგადა.
