როგორ ვითარდებოდა მოვლენები საპროტესტო აქციაზე მთელი ღამის განმავლობაში
აქციის მეექვსე დღეს, რუსთაველის გამზირი საღამოს 7 საათისთვის გადაიკეტა. მომიტინგეებმა, წინა დღეების მსგავსად, პარლამენტის შენობის მიმართულებით, სადაც სპეცრაზმი იყო განლაგებული, პიროტექნიკა და ბლაგვი საგნები ისროლეს. საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების მისამართით, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სავარაუდოდ, აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი პიროტექნიკა მოხვდა ერთ ერთ სამართალდამცველს. ვრცელდება სავარაუდოდ, დანით შეიარაღებული ახალგაზრდის კადრები, რომელიც სპეცრაზმელს დაუპირისპირდა. გავრცელდა ფარული ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ, აქციის მონაწილისთვის ე.წ მოლოტოვის კოქტეილის გადაცემა ჩანს. ავთენტიკურობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა მეორე ჩანაწერში აქციის რამდენიმე მონაწილე სამართალდამცველებზე თავდასხმის სცენარს განიხილავს.
