ბრატისლავაში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა
ბრატისლავაში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები "ცე" ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები პოლონეთის, საფრანგეთის და პორტუგალიის 21-წლამდე გუნდები იქნება. ახალგაზრდული ნაკრები პირველ ტურში, ქალაქ ჟილინაში, 11 ივნისს პოლონეთს შეხვდება, 14 ივნისს, ასევე, ჟილინაში საფრანგეთს შეეჯიბრება, ხოლო მესამე ტურის შეხვედრას 17 ივნისს, ტრენჩინში პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფიდან მეოთხედფინალში ორი საუკეთესო ნაკრები გავა. საქართველოს 21-წლამდე გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს.
