„შავი ლომი“ ფრანგულ კლუბ „ვანისთან“ მატჩისთვის ემზადება
„შავი ლომი“ ფრანგულ კლუბ „ვანისთან“ მატჩისთვის ემზადება. ქართველი მორაგბეები 7 დეკემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე საფრანგეთის ტოპ 14-ის კლუბ „ვანის“ უმასპინძლებენ. მატჩისთვის მოსამზადებელი ვარჯიში, კლუბმა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გამართა, რომელსაც კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ესწრებოდნენ. ვარჯიშის შემდეგ შალვა გოგოლაძემ დაათვალიერა „შევარდენის" სანაკრებო ბაზა, რომელსაც კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფონდი ,,ქართუსა“ და რაგბის კავშირის ერთობლივი მონაწილეობით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.