დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტთან, ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრისას იხუმრა, რომ კანადა ამერიკის 51-ე შტატი უნდა გახდეს
დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტთან, ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრისას იხუმრა, რომ კანადა ამერიკის 51-ე შტატი უნდა გახდეს. დონალდ ტრამპი და ჯასტინ ტრუდო ერთმანეთს ფლორიდაში შეხვდნენ, სადაც კანადის პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ ჩავიდა, რაც ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა კანადური საქონლისთვის საბაჟო გადასახადების გაზრდის შესახებ გააკეთა განცხადება. ტრუდომ აღნიშნა, რომ საბაჟო ტარიფების გაზრდა კანადის ეკონომიკას დააზარალებს, რა დროსაც ტრამპმა იხუმრა, რომ თუ ასეა, კანადა შეერთებულ შტატებს, 51-ე შტატად უნდა შეუერთდეს.
