სამხრეთ კორეაში საომარი მდგომარეობა გაუქმდა
სამხრეთ კორეაში საომარი მდგომარეობა გაუქმდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის პარლამენტმა პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის გადაწყვეტილებას, საომარი მდგომარეობა გამოეცხადებინა, მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრის შემდეგ პარლამენტში სამხედროები შევიდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ პრეზიდენტის განკარგულების შესრულებას უზრუნველყოფდნენ, თუმცა მოგვიანებით , პრეზიდენტი საომარი მდგომარეობის გაუქმებას თავად დათანხმდა. ვითარება სეულში გუშინ საღამოს დაიძაბა, როდესაც პრეზიდენტმა მოულოდნელად საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მიზეზად კი, კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა და ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხეებისგან ქვეყნის დაცვა დაასახელა.
