დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე საჯარო დისკუსია გაიმართება
დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ირაკლი კობახიძისა, შალვა პაპუაშვილის, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის და ყოფილი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის საჯარო დისკუსია გაიმართება. დებატები 22:00 საათზე დაიგეგმა. განცხადება შეთავაზებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ მთავრობის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა, პრემიერ მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, გამართოს საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ.“
