როგორ ვითარდებოდა მოვლენები საპროტესტო აქციაზე მთელი ღამის განმავლობაში
აქცია რუსთაველზე გუშინ საღამოს შვიდ საათზე დაიწყო. მომიტინგეებმა, წინა დღეების მსგავსად, პარლამენტის შენობის მიმართულებით, სადაც სპეცრაზმი იყო განლაგებული, პიროტექნიკა და ბლაგვი საგნები ისროლეს. საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების მისამართით, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სავარაუდოდ, აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი პიროტექნიკა მოხვდა ერთ ერთ სამართალდამცველს. აქციაზე დაშავდნენ პირველი არხის და ფორმულას ოპერატორები.
