შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქების მომზადების ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქების მომზადების ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავეს . ინფორმაცია 3 დეკემბერს გავრცელდა. განცხადების თანახმად, თავდაპირველად ბრალდებული საპროტესტო აქციაზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად კი ამოიღეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რომლის მოქმედებაში მოყვანამ შესაძლოა ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა გამოიწვიოს ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში . ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ მინის ბოთლებზე შემოხვეული ნაჭრის ფრაგმენტებზე აღინიშნება ნავთობპროდუქტების კვალი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად მიმდინარეობს და დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
