უკრაინა და ნატო
უკრაინა NATO-ს სრულუფლებიან წევრობას ითხოვს და თანახმაა ამისთვის ოკუპირებული ტერიტორიები დროებით დათმოს. ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში კი ამერიკა და გერმანია ვითარების ესკალაციის თავიდან ასარიდებლად ომში მყოფი ქვეყნის ნატოში მიწვევას არ თანხმდებიან. დასავლური მედია წერს, რომ უკრაინა, დასავლეთი და რუსეთი ომის დასასრულის დასაწყისს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ელოდებიან, თუმცა უცნობია, რა სახის სამშვიდობო პროცესზე შეთანხმდებიან კიევი და მოსკოვი.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
