თავდასხმა „იმედის“ ჟურნალისტზე
„ქრონიკის“ გადამღებ ჯგუფს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჟურნალისტ გივი კუჭავას წაართვეს აირწინაღი, რომელსაც ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობის შესრულებისას რუსთაველის გამზირზე იყენებენ და მიკროფონის ე.წ ღრუბელი, რომელზეც ტელევიზიის ლოგოა დატანილი.
