აქციები და რადიკალიზმი
2 დეკემბრის აქციისას დაშავებულთა შესახებ ოფიციალურ განცხადებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჰოსპიტალიზაცია ოცდაექვს ადამიანს დასჭირდა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. ნაწილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვლავ კლინიკებში რჩება, ნაწილმა კი სამედიცინო დაწესებულებები დატოვა. მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშაა 22 წლის ახალგაზრდაც. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ასევე დაშავებულთა შორის არიან ახალგაზრდებიც, რომლებიც ჭავჭავაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები ეგონათ და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისინი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
