დისკუსია პირდაპირ ეთერში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. შესაბამისი განცხადება მთავრობის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილთან ერთად, სთავაზობს საზოგადოებრივ მაუწყებელს, 4 დეკემბერს, დაუთმოს ეთერი მიხეილ ჯანელიძესთან და თინათინ ხიდაშელთან საჯარო დისკუსიისთვის.
