ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს კონკურენტულად აფასებს
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს კონკურენტულად აფასებს და ამავე არჩევნების შედეგებით არჩეულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. მისიის ხელმძღვანელმა წერილით საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა. ოპოზიციაში ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ გავლენიანი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, არჩეულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა ლეგიტიმაციის აღიარებას არ ნიშნავს. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ოპოზიციას და მათ მოკავშირეებს ახლა ისღა დარჩენიათ, სცადონ ეუთო/ოდირის დისკრედიტაცია.
