რადიკალური ჯგუფების აქტივისტები სკოლის მოსწავლეებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ცდილობენ
რადიკალური ჯგუფების აქტივისტები სკოლის მოსწავლეებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ცდილობენ. ვრცელდება ვიდეო, რომლის მიხედვითაც აქტივისტი ერთ-ერთ სკოლაში შეიჭრა და არასრულწლოვანებს მიმართა - გავიდნენ გარეთ. კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც სკოლასთან აქციების ორგანიზებას ცდილობდა და მოსწავლეებს პროტესტში ჩართვისკენ მოუწოდებდა, მშობლები დაუპირისპირდნენ. განათლების სამინისტრო მოუწოდებს ყველას, ვინც ფლობს ინფორმაციას, სასწავლო პროცესის შეფერხების თაობაზე, დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე, 200 220. პოლიტიკური პროტესტის საგანმანათლებლო სივრცეში შეტანას მმართველ გუნდში აფასებენ, მათი თქმით, ეს ის გეგმაა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, ბოლო დღეებში სისრულეში მოჰყავს.
